როდის გააგრძელებენ მუშაობას "ბასიანი" და "გალერი"?

როდის გააგრძელებენ მუშაობას "ბასიანი" და "გალერი"?

კლუბების „ბასიანი“ და „გალერის“ წარმომადგენლებისთვის ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის გააგრძელებენ მუშაობას. ორივე კლუბის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კლუბები დალუქულია, ადგილზე იმყოფებიან შს სამინისტროს წარმომადგენლები და არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია როდის შეეძლებათ გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბასიანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა განუცხადა, დღეს შს მინისტრთან შეხვედრაა ჩანიშნული და ამ შეხვედრის შემდეგ შესაძლებელია ცნობილი გახდეს როდის გაიხსნება „ბასიანი“.

„ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია თუ როდის გავიხსნებით. დღეს არის შეხვედრა შს მინისტრთან. სავარაუდოდ, გვეტყვის კონკრეტულ პასუხს თუ როდის გავაგრძელებთ მუშაობას და ვარ იმედიანად. ამ წუთას კლუბი დალუქულია და არ უშვებენ არავის. ყველა დასტრესილი ვართ, მათ შორის ის ხალხი ვინც გვგულშემატკივრობდა. თუმცა, რასაც ვხედავ, ხალხი ბრძოლის განწყობითაა და მაინც მგონია, რომ რაღაც ეტაპის შემდეგ უფრო მეტი რაოდენობის ხალხი მოვა, ვიდრე დადიოდა და უფრო მეტი მხარდამჭერი გვეყოლება ვიდრე გვყავდა“, - განაცხადა გელბახიანმა.

დღის განმავლობაში კლუბ „გალერის“ გახსნის თაობაზე შს მინისტრისთვის, მთავარი პროკურორისთვის და სახალხო დამცველისთვის მიმართვას აპირებს კლუბის იურისტი. როგორც ხათუნა ხურცილავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს პროკურორთანაც.

„კლუბი დალუქულია და არ გვაქვს უფლება შესვლის. ვამზადებ წერილს სახალხო დამცველთან, შს მინისტრთან და მთავარ პროკურორთან. მოლაპარაკებას ვაწარმოებ პროკურორთან და პროკურორიც ელოდება ზემდგომ მითითებას. პარასკევიდან შესაძლებელია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია“, - განაცხადა ხურცილავამ.

აღნიშნული კლუბები 11 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ არის დახურული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ