რეალურად რას ნიშნავს ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილება, მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესზე

რეალურად რას ნიშნავს ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილება, მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განმარტებით, აღნიშნული წესი არა მხოლოდ ზუგდიდის, არამედ ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს მიღებული და მედიაში ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული წესი ეს არის განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მიცვალებულის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში მოყვანა ვერ ხერხდება.

„გვქონდა ამის მაგალითები, როდესაც უპატრონო მიცვალებული გაიყინა და მისი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაკრძალვა სასაფლაოების ოპერატორმა ვერ შეძლო. აქედან გამომდინარე, დადგინდა მიწაყრილის პარამეტრი. ჩვენ არ ვცვლით წესს და არც ვინმეს ვეუბნებით, რომ მიცვალებული დამჯდარი დაკრძალონ, ეს არის განსაკუთრებული შემთხვევები“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მამუკა წოწერიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 4 მაისს მიღებული დადგენილების "მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის", ერთ-ერთ პუნქტში "სასაფლაოების მოწყობისა და ექსპლუატაციის შესახებ" მითითებულია, რომ გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავსზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ