დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის კომენტარი რუსი სასულიერო პირის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით

დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის კომენტარი რუსი სასულიერო პირის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით

რუსეთის ეკლესიის დეკანოზი თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში რუსულენოვანი მრევლისთვის იმსახურებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მამა მიქაელმა განუცხადა, რუსი მოძღვარი მსახურებისთვის თბილისში ორ ეკლესიას შორის არსებული შეთანხმების შედეგად ჩამოდის.

"იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაშია. რუსულენოვანი მრევლისთვის კი ტაძარში ყოველთვის იყო რუსეთის ეკლესიისგან გამოგზავნილი სასულიერო პირი", - განაცხადა მამა მიქაელმა.

პატრიარქის მდივნის თქმით, სწორედ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის არსებული შეთანხმებით, მოსკოვის ქართული მრევლისთვის საქართველოდან ასევე დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი გაიგზავნა, რომელიც უკვე ორი თვეა იქ მსახურობს.

რუსეთის საპატრიარქომ თავის საიტზე განცხადება გამოაქვეყნა, რომ 2018 წლის 14 მაისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მოისმინა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილე I-ის განცხადება საქართველოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურის გაგზავნის შესახებ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან შეთანხმების შედეგად წმინდა სინოდის წევრებმა თბილისში, რუსულენოვანი მრევლისთვის მსახურების მიზნით ქალაქ მოსკოვის დეკანოზის ვლადიმერ ალექსანდროვის გაგზავნა გადაწყვიტეს.

"აუცილებელ შემთხვევებში დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის წარმომადგენელი იქნება" - ნათქვამია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ