კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელის კომენტარი შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ

კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელის კომენტარი შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ

ჩვენ უნდა გავცეთ ხელფასები, გვაქვს თვიური ხარჯები, გადასახდელი გვაქვს ქირა, კლუბი დიდ ზარალს იღებს ყოველდღიურად, მინისტრმა გვითხრა, რომ აქამდე ამ საკითხზე არ უფიქრია და ახლა იფიქრებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლუბ „ბასიანის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ შს სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, უცნობია კონკრეტულად როდის დაიწყებს ფუნქციონირებას "ბასიანი", თუმცა იმედოვნებს, რომ ეს რამდენიმე დღეში მოხდება. კლუბის წარმომადგენლის განცხადებით, 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მათი და შს სამინისტროს პოზიციები განსხვავებულია.

"მივიღეთ განსხვავებული პოზიციები. შს სამინისტრო თვლის, რომ სპეცოპერაციის ჩასატარებლად იყო საკმარისი საფუძვლები, ჩვენ კი პირიქით ვფიქრობთ. ჩემი აზრით, იყო გზები, რომ ეს ყველაფერი თავიდან აგვერიდებინა და ვთვლი, რომ ნაკლებად დემონსტრაციულად უნდა ჩაეტარებინა შს სამინისტროს ეს საგამოძიებო მოქმედებები. მე არ ვარ იურისტი და არ ვსაუბრობ იურიდიულ ენაზე. მე უბრალოდ ვსაუბრობ, როგორც მოქალაქე და ჩემი შეხედულებით შეიძლებოდა ამ ყველაფრის უფრო ჰუმანურად ჩატარება. კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და კლუბის გახსნის კონკრეტულ ვადას ვერ გვეუბნებიან, თუმცა საუბარი არ არის თვეებზე, საუბარია დღეებზე", – განაცხადა ტატო გეთიამ.

შსს–ში 12 მაისის აქციის ორგანიზატორებსა და თბილისში არსებული კლუბების წარმომადგენლებს შს მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა. სამუშაო შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

იხილეთ ვიდეო: "ბასიანის" დამფუძნებელი - კლუბის გახსნის კონკრეტულ ვადას ვერ გვეუბნებიან, თუმცა საუბარია დღეებზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ