"...ეს პრობლემა არ გახდეს სალაპარაკო" - კალაძე "ყვითელ მარშუტკებში" კონდინცირების საკითხზე

"...ეს პრობლემა არ გახდეს სალაპარაკო" - კალაძე "ყვითელ მარშუტკებში" კონდინცირების საკითხზე

"დაიწყეთ მოლაპარაკებები ე.წ. ყვითელი მარშუტკების კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომ ზაფხულში კონდინცირების პრობლემა იყოს მოგვარებული და მერს და მერიას არ დასჭირდეს განმარტებების გაკეთება" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და თავის მოადგილეს, მაია ბითაძეს და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს შესაბამისი დავალებები მისცა.

"ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მინდა დავავალო მაია ბითაძეს და ასევე სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ მამუკას, რომ დაიწყოთ მოლაპარაკებები ე.წ. ყვითელი მარშუტკების კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომ ზაფხულში კონდინცირების პრობლემა იყოს მოგვარებული და მერს და მერიას არ დასჭირდეს განმარტებების გაკეთება და მითითებების მიცემა, რომ ადამიანები იყვნენ კომფორტულ გარემოში და კომფორტულად შეეძლოთ მგზავრობა.

ამიტომ გავალებთ, რომ დღესვე დაიწყოთ მოლაპარაკებები კომპანიასთან, რომ ეს პრობლემა არ გახდეს სალაპარაკო და არ მოგვიწიოს ხელმეორედ ამაზე ყურადღების გამახვილება. არის შესაძლებლობა და ელემენტარულია, რომ მგზავრებმა იმგზავრონ კომფორტულ გარემოში, ამიტომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: კონდიცირება მიკროავტობუსებში - კახა კალაძემ მოადგილეს და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს საკითხის მოწესრიგება დაავალა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ