"ყველაზე მოდური მერი" - რას წერს რუსული GQ კახა კალაძეზე

"ყველაზე მოდური მერი" - რას წერს რუსული GQ კახა კალაძეზე

რუსული GQ თბილისის მერ კახა კალაძეზე სტატიას აქვეყნებს სათაურით "კახა კალაძე - ყველაზე მოდური მერი მსოფლიოში (და სცადეთ შედავება)".

მილანის ყოფილი მცველი, ახლა უკვე თბილისის მერი კახა კალაძე, პრობლემების წინაშე უკან არ იხევს, ისინი კი საქართველოს დედაქალაქში არც თუ ისე ცოტაა - ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა თბილისის მერს პირისპირ შეხვდა და ინტერიუ საკრებულოს შენობის მეორე სართულზე კალაძის სამუშაო ოთახში ჩაწერა. გამოცემის თქმით, ოთახში მწირი ავეჯი, პლაზმური ტელევიზორი და საქართველოს ხედების ფოტოალბომები იყო.

ინტერვიუს ჩაწერამდე კახა კალაძე GQ-ის კამერისთვის პოზირებდა. დედაქალაქის მერი გადამღებ ჯგუფს სამუშაო ფორმაში დახვდა - ნაცრისფერ სვიტერში, შავ პიჯაკსა და კლასიკური მოდელის "ადიდასის" ბოტასებში გამოწყობილი.

გამოცემის თქმით, ფოტოსესიისას კალაძეს თავი მშვიდად ეჭირა, ზედმეტი სიტყვებისა და მოძრაობის გარეშე, რამაც GQ-ის იმის თქმის საფუძველი მისცა, რომ ეს დედაქალაქის მერის ცხოვრებაში პირველი ფოტოსესია არ იყო. გადაღების დასრულების შემდეგ კალაძემ ფოტოები დაათვალიერა და რეპორტიორს იმ ფოტოების დაუყოვნებლივ წაშლა მოსთხოვა, რომლებიც მას არ მოეწონა.

"კახა კალაძემ საფეხბურთო კარიერა 12 წლის ასაკში "ლოკომოტივის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. კალაძის საყვარელი ფეხბურთელები არგენტინელი დიეგო მარადონა და იტალიელი პაოლო მალდინი იყვნენ. იმ დროს ქართველ მოზარდს აზრადაც არ მოსდიოდა, რომ 15 წლის შემდეგ სახელგანთქმული მალდინი იმ გუნდის კაპიტანი გახდებოდა, რომლშიც კალაძე ითამაშებდა. კალაძის ბავშვობის ოცნებამ ახდენა თბილისში დაიწყო.

"როდესაც 13 თუ 14 წლის ვიყავი მითხრეს რომ ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა, იმ დროს საცხოვრებლად დეიდასთან გადავედი, რომელიც თბილისის სიახლოვეს ცხოვრობდა. მამამ თბილისის "დინამოს" მესამე გუნდში მიმიყვანა, სადაც თავის გამოჩენის შესაძლებლობა მომცეს. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ დარჩენის უფლება მომცეს. ბევრს ვვარჯიშობდი: როდესაც გაწერილი წვრთნები სრულდებოდა, ვრჩებოდი და დამატებით ვვაჯიშობდი", - ამბობს კახა კალაძე GQ-სთან ინტერვიუში განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ