"თანასწორობის მოძრაობის" მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ აქციები "ქართულმა მარშმაც" გააუქმა

"თანასწორობის მოძრაობის" მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ აქციები "ქართულმა მარშმაც" გააუქმა

"ქართული მარში" ხვალ აქციებს აღარ გამართავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მან განაცხადა, რომ "ქართული მარში" გააუქმებდა ხვალ დაგეგმილ ყველა აქციას, თუ ლგბტ პირთა აქციები არ გაიმართებოდა და ამ პირობას შეასრულებს.

"არანაირად არ ვართ მოწადინებული, რომ ვიღაცამ ისარგებლოს ჩვენი შიდა დაპირისპირებით. ძალიან კარგია, რომ ხვალინდელი დღე ჩაივლის ისე, როგორც უნდა ჩაიაროს - ვილოცებთ ტაძრებში და შევუერთდებით საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს", - განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "თანასწორობის მოძრაობის" მიერ კამცელარიასთან დაგეგმილი აქცია გაუქმდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ