მეუფე შიო - ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა

მეუფე შიო - ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა

ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში, ქადაგებისას ბრძანა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, როგორც არასდროს, ისე საჭირო იყო ბოლო წლებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის და განშორებათა სტატისტიკა არის საგანგაშო.

"დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. ეს არის დღე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაგვიდგინა, როგორც ეროვნული დღესასწაული და მადლობას ვუხდით ამისთვის. როგორც არასდროს, ისეთი საჭირო იყო ბოლო წლებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის და განშორებათა სტატისტიკა არის საგანგაშო. სულ უფრო და უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახური სიწმინდე, დავიცვათ ოჯახური ღირებულებები. ადამიანის უმთავრესი გზა ეს არის ოჯახური ცხოვრება. როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, ის ოჯახად შექმნა, ადამიც და ევაც. ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, როგორც ხშირად ამბობენ, ეს არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც ღმერთმა შექმნა. ჩვენ ღმერთმა ასეთი ცხოვრებისთვის შეგვქმნა. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან, ცხონებასთან ბრძოლა. უფალმა ინებოს არასოდეს დავთმოთ ოჯახური სიწმინდე, შევინარჩუნოთ და ეს არის საწინდარი ჩვენი ამაღლებისა", - განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიომ ნარკოპოლიტიკის თემაზეც ისაუბრა.

"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების მკურნალობა, დახმარება, ვინც არის დამოკიდებული, მაგრამ თავად ნარკოტიკი არის დიდი ცოდვა, შხამი და ბოროტება. რეალიზაციაზე იყო საუბარი, ეს ყოვლად დაუშვებელია, პირველ რიგში, ოჯახს ანგრევს, ოჯახის ტრაგედიას ქმნის. ამიტომ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ", - განაცხადა მეუფე შიომ.

ქადაგების ბოლოს ქაშვეთის ტაძარში მრავალშვილიანი ოჯახები დალოცეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ