ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა დასრულდა

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა დასრულდა

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.

მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს „ვარდების მოედანზე“ შეკრებილი მრევლი და სასულიერო პირები შეუერთდნენ და ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლეს. ქაშვეთის ტაძართან ისინი სასულიერო პირებმა დალოცეს. ამის შემდეგ, მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ. მსვლელობის მონაწილეებმა სამების ტაძარში აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ხატი მიაბრძანეს.

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარაკლისი პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიოსთან და სხვა მღვდელმთავრებლთან ერთად გადაიხადა. ტაძარში იმყოფებოდნენ სხვადასხვა გვარების წარმომადგენლები საკუთარი საგვარეულო ხატებით და მრავალშვილიანი ოჯახები.

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და ერი დალოცა.

„გილოცავთ ამაღლების დიდ დღესასწაულს. ინებოს უფალმა, რომ კურთხეული და ამაღლებული იყოს ქართველი ხალხი, სრულიად საქართველო. დალოცვილი იყავით, დღეს ბედნიერი დღეა, ოჯახის სიმტკიცის დღეა. განამტკიცოს უფალმა ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“, - განაცხადა უწმინდესმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ