რატომ არ ემსახურება მეტროსადგური "თავისუფლება" მგზვარებს -  თბილისის მეტროპოლიტენის განმარტება

რატომ არ ემსახურება მეტროსადგური "თავისუფლება" მგზვარებს -  თბილისის მეტროპოლიტენის განმარტება

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მეტროსადგური "თავისუფლება" დროებით მგზავრებს არ ემსახურება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მეტროპოლიტენში განუცხადეს.

"16:00 საათიდან, მეტროსადგური "თავისუფლება" არ იღებს მგზავრებს უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. ეს უკავშირდება მიმდინარე შეკრებებს. ზუსტი დრო თუ როდის განაახლებს „თავისუფლება“ მგზავრთა მიღებას არ ვიცით - როგორც კი შესაძლებელი იქნება, სადგური მიიღებს მგზავრებს", - განაცხადეს მეტროპოლიტენის პრესსამსახურში.

თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან 19:00 საათზე დაგეგმილ შეკრებას აპროტესტებენ, რომელიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით და ლგბტ თემის მხარდასაჭერად უნდა გაიმართოს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველები ასევე აკონტროლებენ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელ ქუჩებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ