მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ აქტივისტების აქცია მიმდინარეობს

მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ აქტივისტების აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ტრანსფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი. ადგილზე იმყოფებიან რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ანა ონიანმა განუცხადა, მისი აქციაზე მისვლის მთავარი მიზეზია ის რთული რეალობაა, რომელიც დღეს სხვადასხვა უმცირესობის წინაშე არსებობს. მისივე თქმით, 17 მაისი თავისუფალი აზრის გამოხატვის სიმბოლოდაც იქცა.

"ჩემი აქ მოსვლის მთავარი მიზეზი არის ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს. იგივე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები თავიანთი იდენტობიდან გამომდინარე დღის შუქზე გამოსვლასაც კი ვერ ახერხებენ. ამავდროულად 17 მაისი არის ერთგვარი სიმბოლო თავისუფალი აზრის გამოხატვის და ვიმედოვნებთ, რომ მოვა დრო და ხელისუფლება სათანადოდ დაიცავს ამ ადამიანების უფლებებს. ამავდროულად გამოვედი იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ხელოვნურად როგორ ხდება თავისუფლების ჩახშობა“, – აღნიშნა ანა ონიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კვლავ გაძლიერებულ რეჟიმში არიან მობილიზებული სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის, დაცვის პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

არსებული ინფორმაციით, პერიმეტრის სიახლოვეს იმყოფებიან სპეცრაზმის თანამშრომლებიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ კორდონის დაცვას, რომლითაც მთავრობის ადმინისტრაციასთან დამაკავშირებელი ყველა ქუჩა გადაკეტილია.

ნახეთ LIVE: რა ხდება მთავრობის კანცელარიასთან ამ წუთებში, სადაც ლგბტ აქცია მიმდინარეობს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ