მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ აქტივისტების აქცია დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ აქტივისტების აქცია დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ისინი ტერიტორიიდან სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით გაიყვანეს. მათ დანიშნულების ადგილამდე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მიაცილებენ.

აქციის მიმდინარეობისას ინციდენტიც მოხდა, როდესაც ერთ–ერთი მოქალაქე აქციის მონაწილეებს მიუხლოვდა და ერთ–ერთ მათგანს ჯერ ფიზიკური, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა დააკავეს.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება ამ დრომდე შეინიშნება. მათ გადაკეტილი აქვთ ინგოროყვას ქუჩა და აკონტროლებენ მასთან დამაკავშირებელ ყველა პარალელურ ქუჩას, ასევე რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ადგილზე სიტუაციას აკვირდებიან სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. ასევე აქციის განმავლობაში ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ