"თაბაშირის იუდას" პრემიერა 1 ივნისს გაიმართება

"თაბაშირის იუდას" პრემიერა 1 ივნისს გაიმართება

სპექტაკლის სიუჟეტი მოგვითხრობს გასული საუკუნის 30-იანი წლების ე.წ „წითელი ტერორის“ შესახებ. ლიბრეტო აგებულია „სიბლაგში“ გადასახლებული სკოლის მასწავლებლის „გულაგიდან“ გამოგზავნილი წერილებისა და იმ პერიოდის უნიკალური საარქივო მასალებზე დაყრდნობით.

სპექტაკლის გამომსახველობითი მხარე იქნება სრულიად ახალი და ნოვატორული ქართული სასცენო ხელოვნებისათვის. გამოყენებული იქნება როგორც ჰოლოგრაფიული პროექცია, ასევე სხვა ვიზუალური და კინემატოგრაფიული ეფექტები, რაც სრულიად ახალი სიტყვაა თანამედროვე სცენოგრაფიაში.

მუსიკის ავტორი - ზაზა მარჯანიშვილი.

პროექტის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი - მარინა სალუქვაძე.

სპექტაკლის მუსიკალური და ვიზუალური ნაწილის უზრნველყოფა (ხმის ჩამწერი სტუდია, მიქსი, მასტერინგი, მუსიკოსებით უზრუნველყოფა, 3 დე გრაფიკა, ანიმაცია, მონტაჟი, ჰოლოგრაფიული გამოსახულებების კომპიუტერული გრაფიკა) - კომპანია „TG Sound & Graphics“

მხატვარი: ლუკა ბესელია

ქორეოგრაფი: ეკატერინე ღლონტი

კოსტუმების მხატვარი: ვერა ყიფიანი

განათების მხატვრები: კახა გიგინეიშვილი, ირაკლი კრასნოპოლსკი

რეჟისორის თანაშემწე: ზვიად მურვანიძე

ვიზუალური ეფექტების რეჟისორი: მარიამ ლომიძე

ვიზუალური ეფექტების ვიდეო ინჟინერი: მალხაზ ბარბაქაძე

პროდიუსერი: თამარ გვასალია

საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი: მარიამ ჯახუტაშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება