სამუშაო ადგილები საქართველოში, სადაც უდიპლომოდ დასაქმდებით

სამუშაო ადგილები საქართველოში, სადაც უდიპლომოდ დასაქმდებით

საქართველოში უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომს ყოველწლიურად დაახლოებით 18 000-მდე ადამიანი იღებს. მაგალითად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს, საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში 12 432 ადამიანი შეადგინა, კერძო სასწავლებლებში კი 5 121. მათ შორის დიდი წილი მოდის ეკონომიკისა, ბიზნესის, სოციალური მეცნიერებებისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტებზე.

თუმცა, არის სპეციალობები, რომელთა დასაუფლებლად საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში უმაღლესი განათლება საჭირო არ არის. მაგალითად, ვებდეველოპერი, სადაზღვევო აგენტი, მასაჟისტი, სომელიე. ამ პროფესიებს შესაძლოა დავუმატოთ პროგრამისტი, ჟურნალისტი, დიზაინერი და ა.შ.

საინტერესოა, დამსაქმებლების რა ნაწილი ითხოვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომს საქართველოში და რა პოზიციებზე. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ევროკავშირის დახმარებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, უმაღლეს განათლებას საქართველოში დამსაქმებელთა 9% ითხოვს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, ეროვნულ დონეზე უხეში განზოგადებით დამსაქმებლების 58% სამუშაოს მაძიებლისგან საბაზისო განათლებას ითხოვს, 25% - პროფესიულ განათლებას, ხოლო 8% განათლებას მნიშვნელობას არ ანიჭებს.

როგორია ზოგადი ტენდენციები და რომელ ვაკანსიებზე არ ითხოვენ დამსაქმებლები უმაღლეს განათლებას, ამ კითხვებით Allnews.ge-მ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის შრომის ბაზრისა და დასაქმების პოლიტიკის ექსპერტ, ანა დიაკონიძეს მიმართა.

- როგორ შეაფასებთ იმ დამსაქმებელთა პროცენტულ მაჩვენებელს, რომელიც თანამშრომლის აყვანისას დიპლომს მნიშვნელობას არ ანიჭებს?

- რაც შეეხება განათლების ჭრილში ვაკანსიების მოთხოვნას, ზოგადად, ეს კვლევა ქვეყნის მასშტაბით რეპრეზენტატული არ არის, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დამსაქმებლების გარკვეული სეგმენტი ავიღეთ, კერძოდ, მსხვილი ორგანიზაციები, რამაც ცხადია, რეგიონის მასშტაბით კარგი სურათი მოგვცა, თუმცა, ვერც რეგიონის და ვერც ქვეყნის მასშტაბით განზოგადებას ვერ ვაკეთებთ განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ