ავტორი:

სირიაში ახალი "ისლამური ხალიფატი" ყალიბდება? - "სტრატეგიებს აწყობენ, როგორ მოაწყონ ამ ქვეყნებში დესტაბილიზაცია"

სირიაში ახალი "ისლამური ხალიფატი" ყალიბდება? - "სტრატეგიებს აწყობენ, როგორ მოაწყონ ამ ქვეყნებში დესტაბილიზაცია"

არც ისე დიდი ხნის წინ, საერთაშორისო საზოგადოება იმედოვნებდა, რომ ISIS დამარცხებული თუ არა, ნახევრად გაუვნებელყოფილი მაინც იყო... თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენები საპირისპიროს ამტკიცებს; დასავლური მედია ირწმუნება, რომ ISIS-ს გაძლიერებაში ისევ და ისევ რუსეთი ეხმარება, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან ახალ-ახალ ნაკადს "გზავნის". საქმე ის არის, რომ რუსული "ეფესბე" დიდი ხნის განმავლობაში ძებნილებს და ბრალდებულებს, თავად ეხმარება საზღვრის გადაკვეთასა და სირიაში მოხვედრაში.

პოზიციებს არც რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია თმობს. მათი ცნობით, ათასობით ბოევიკი ევროპის, არაბეთისა და დსთ-ს ქვეყნებიდან სირიასა და ერაყში მიეგზავრება და ეს პროცესი არც ბოლო დროს შეჩერებულა.

"მეტიც, ვიდრე დანიშნულ ადგილას ჩაიყვანენ, მათ სამჯერადი კვებითა და სამედიცინო მომსახურებითაც კი უზრუნველყოფენ" - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

"ვიდრე, ევროპა, რუსეთი და ამერიკა მათ ქვეყანაში მიმოფანტულ ტერორისტებს დასდევენ, ამასობაში, ახალი ხალიფატი ყალიბდება და მისი გამოჩენა არც თუ შორეული იდეაა" - აცხადებს რუსი პოლიტოლოგი ვლადამირ საჟინი.

მისივე თქმით, ძველი იდეით შეპყრობილი და აქამდე ჩრდილში მდგომი ფუნდამენტალისტები ახალი ისლამური სახელმწიფოს შექმნის სურვილით უკვე შეიკრიბნენ. მათი გათვლით, "სახელმწიფოს" საზღვრებში ისევ მოხვდა ინდოეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და მაროკო.

"ვიდრე ერაყი და ავღანეთის ხელისუფლება მათ ქვეყნებში გააქტიურებულ ტერორისტებს ებრძვის, ისინი ახალ-ახლა სტრატეგიებს აწყობენ, როგორ მოაწყონ ამ ქვეყნებში დესტაბილიზაცია, ყურადღების გადასატანად... მართალია, მათ ლიდერებს, ბევრ საკითხთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ და ახლაც ასეა, მაგრამ ერთი იდეის გარშემო, რომ "ისლამური სახელმწიფოს" იდეა უნდა გაცოცხლდეს, თანხმდებიან..." - წერს პოლიტოლოგი.

ამერიკელი მიმომხილველის, სონერ კატაპტაის მოსაზრებით, ახლა ISIS-ი იმდენად დასუსტებულია, რომ ძალების მობილიზებას ვეღარ შეძლებს. თუმცა, ჯერ კიდევ დიდი გავლენებით გამოირჩევა "ალ ქაიდის" გარკვეული ფორმირებები და იდეურად მასთან ახლოს მყოფი "ჯებჰატ ან ნუსრა" და "ჯეიშ ალ ისლამი."

"ახლა მათთვის მთავარი პოზიციაა - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტვა და ისე "მუშაობა", რაც გულისხმობს როგორც ახალ ტერაქტებს, ასევე, ახალ-ახალი წევრის მოზიდვასა და მათ დამუშავებას... თუმცა, "ახალი ხალიფატის" შექმნის გარეშეც ისინი ძალიან საშიშები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად მათ დაბალ განათლებაზე კეთდება აქცენტი, სინამდვილეში ასე არ არის - საკმაოდ კარგი ფსიქოლოგები და ზოგადად, კადრები ჰყავთ... ამ ეტაპზე თავიანთ დავალებას, რომელიც მათთვის პოზიციურად ძალიან მომგებიანია, სამწუხაროდ, კარგად ართმევენ თავს და ეს აშკარაა. ასე რომ, მსოფლიო ლიდერებისგან იმის თქმა, რომ ISIS-ი სუსტდება და საშიშები აღარ არიან, არ ღირს..." - წერს ის.

რუსი პოლოტოლოგის ელენა სუპონინას მოსაზრებით, ევფრატის მიმდებარედ მოქმედ ქურთთა დაჯგუფებას, მოხალისეთა ახალ-ახალი ნაკადი უერთდება, რაც ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს.

"არსებობს მოსაზრება, რომ ამერიკა, თავის მოკავშირეებთან ერთად ცდილობს, სირიის დანაწევრებას... კონკრეტულად, დამასკოს აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიებად. ასე რომ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში იქ მიმდინარე პროცესების გამო, "ახალი ისლამური ხალიფატის" დაფუძნება არა, მაგრამ დანაწევრებული სირია მივიღოთ"- წერს სუპონინა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"