შიდსის 270 ახალი შემთხვევა საქართველოში - გასულ წელთან შედარებით რაოდენობამ იმატა

შიდსის 270 ახალი შემთხვევა საქართველოში - გასულ წელთან შედარებით რაოდენობამ იმატა

ბოლო მონაცემებით, წელს აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც 30 შემთხვევით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 7032 აივ/შიდსის მქონე ადამიანია რეგისტრირებული, თუმცა, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, დღეს საქართველოში რეალურად 11 000-მდე აივ/შიდსით დაავადებულია.

ცენტრის ინფორმაციით, 20 მაისს, შიდსის ცენტრში შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და აივ/შიდსის საგანგაშო სტატისტიკასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, მედიკოსები და ჟურნალისტები შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღის აღნიშვნის ფარგლებში ცაში წითელ ბუშტებს გაუშვებენ, რომლებზეც სიმბოლურად აღნიშნული იქნება გარდაცვლილი აივ ინფიცირებული პაციენტების სახელები.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 1983 წლიდან, მაისის მესამე კვირას, უკვე 35 წელია აღინიშნება და წელს მისი დევიზია „გავიაზროთ ჩვენი წარსული და მოვემზადოთ მომავლისთვის“.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ