ბრილიანტებიანი ტიარა და მომხიბვლელი ღიმილი - მეგან მარკლი გამოჩნდა

ბრილიანტებიანი ტიარა და მომხიბვლელი ღიმილი - მეგან მარკლი გამოჩნდა

მეგან მარკლი გამოჩნდა - ის დედასთან ერთად ავტომანქანით წმინდა ჯორჯის ეკლესიისკენ მიემართება. მეგანს, სავარაუდოდ, ბრილიანტებით გაწყობილი ტიარა ამშვენებს, სახეზე კი - პირბადე აქვს.

მასთან ერთად არის დედა, დორია. მათი „როლს როისი“ ეკლესიაში სულ მალე მივა.

რამდენიმე წუთის წინ ტაძარში გამოჩნდნენ პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი, ორივე მათგანს სამეფო უნიფორმა აცვია.

ტაძარში უკვე შეიკრიბნენ სტუმრები, სამეფო ოჯახის წევრები, ცნობილი ადამიანები. დაპატიჟებულებს შორის არ არიან პოლიტიკოსები.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"