ტოჩინოშინმა მონღოლი გიგანტი დაამარცხა - მომდევნო ნაბიჯი იმპერატორის თასისკენ!

ტოჩინოშინმა მონღოლი გიგანტი დაამარცხა - მომდევნო ნაბიჯი იმპერატორის თასისკენ!

20 მაისს ნაცუ ბაშოს ტურნირის მერვე საშეჯიბრო დღე გაიმართა. ტოჩინოშინმა კაჩი-კოშიც გაიფორმა და იმპერატორის თასისკენ მომდევნო ნაბიჯიც გადადგა.

ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი გიგანტი სეკივაკე იჩინოჯო იყო, რომელთანაც ბალანსი 12:5-ზე ჰქონდა. ბრძოლის დასაწყისშივე ორივე სუმოისტმა შეძლო რომ ერთმანეთისთვის მავაშში ხელი ჩაევლოთ, შემდეგ იჩინოჯიმ რამდენჯერმე სცადა თავისი ფიზიკური უპირატესობის გამოყენება თუმცა წარუმატებლად, რაღაც პერიოდი ვერცერთი სეკიტორი ვერ ახერხებდა ბრძოლაში რაიმე სიახლის შეტანას, თუმცა ბოლოს ლევან გორგაძე გააქტიურდა და იჩინოჯი დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს რვა ბრძოლის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობს, იოკუძუნები ჰაკუჰო და კაკარიუ კი ერთი მოგებით ჩამორჩებიან და მისი მდევრები არიან.

რანგით მეორე ლიგაში უვატენაგეს ილეთით აზუმარიუსთან ქართველი გაგამარუ დამარცხდა. გაგამარუს ამ ბაშოზე უკვე 6 მარცხი და 2 გამარჯვება დაუგროვდა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა დაიეიშო იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 3:1-ზე აქვს.

ნახეთ ვიდეო sportall.ge-ზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ