რომელ კურორტზე უნდა წაიყვანოთ ბავშვი გაზაფხულზე - პედიატრის რჩევები მშობლებს

რომელ კურორტზე უნდა წაიყვანოთ ბავშვი გაზაფხულზე - პედიატრის რჩევები მშობლებს

გაზაფხულის სეზონისთვის რომელი კურორტია სასურველი, რამდენ ხანს უნდა წავიყვანოთ ბავშვი, რომ კურორტის შედეგი დაეტყოს და დასვენების ნაცვლად საფრთხე არ შევუქმნათ, ამ მეტად მნიშვნელოვან თემებზე რჩევას ცნობილი ექიმი ინგა მამუჩიშვილი მოგცემთ, რომელთანაც mshoblebi.ge-მ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

- ქალბატონო ინგა იწყება დამტვერვის პერიოდი სურამისთვის, ბორჯომისთვის, ბაკურიანისთვის. როდიდან როდემდე გრძელდება ეს პერიოდი, რისთვის არის სასარგებლო?

- კურორტზე ბავშვის გაყვანა საჭიროა და აუცილებელი! ბავშვი უნდა გავარიდოთ იმ მძიმე ეკოლოგიურ სიტუაციას, რაც დღეს თბილისში გვაქვს! განსაკუთრებით როცა ამხელა გამონაბოლქვია მანქანების, მომატებულია ტყვიის შემცველობა! ამიტომ ბავშვი ზაფხულში მაინც უნდა გავიყვანოთ და სასურველია, უფრო დაბალმთიან კურორტებზე. არსებობს მაღალმთიანი და დაბალმთიანი კურორტები: დაბალმთიან კურორტებში არის გარდამავალი ჰავა, ნესტი ნაკლებია...

წლამდე ასაკის ბავშვები უფრო მეტად უნდა გავიყვანოთ თბილისის შემოგარენში, ახლოს მდებარე კურორტებზე. როგორიც არის მაგალითად – წყნეთი, კიკეთი, მანგლისი... არაჩვეულებრივი, მაღალმთიანი კურორტია ბახმარო, სადაც შეზავებულია ზღვის, მთის ჰავა და ძალიან სასარგებლოა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიებისთვის, ალერგიული ბავშვებისთვის...

რაც შეეხება დამტვერვას, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება მაქვს. დამტვერვის პერიოდში მშობლები ყველანაირად იჭირვებენ, ოღონდაც ბავშვი მაინცდამაინც იმ დროს გაიყვანონ. მე სულაც არვთვლი აუცილებლობად, იმიტომ რომ 21-ე საუკუნის თითქმის ყველა ბავშვს ბრონქების ჰიპერმგრძნობელობა აქვს. ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ოფსტრუქციული მდგომარეობა და უარესი მოხდეს. დამტვერვის პერიოდს რასაკვირველია თავის დადებითი ჩვენება აქვს და ამას ექიმები ეტყვიან, სჭირდება თუ არა. თავიდან ბოლომდე ექიმმა უნდა შეაფასოს, შეიძლება თუ არა ამ ბავშვის გაყვანა დამტვერვის პერიოდში.

თუ არადა ბავშვი ჩვეულებრივად უნდა გაიყვანონ ზაფხულის პერიოდში. მსურს ჩვენი მშობლები დავამშვიდო, რადგან ყველას არ აქვს საშუალება ძვირადღირებულ კურორტებზე გაიყვანონ. თუ აქვთ სოფელი, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ჰაერია და ნატურალური პროდუქტებია, ასეთ ადგილებზე ბავშვების წაყვანა ძალიან სასარგებლოა განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ