კახა კალაძე მილანში, ანდრეა პირლოს გაცილების მატჩში მიიღებს მონაწილეობას

კახა კალაძე მილანში, ანდრეა პირლოს გაცილების მატჩში მიიღებს მონაწილეობას

მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე დღეს, ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის ანდრეა პირლოს გაცილების მატჩი გაიმართება. გამოსამშვიდობებელ მატჩში სხვა ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად, მონაწილეობას პირლოს ყოფილი თანაგუნდელი, თბილისის მერი კახა კალაძეც მიიღებს.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ მეც მომეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოვიდე იმ სტადიონზე, იმ ქვეყანაში, რომელთანაც არის დაკავშირებული ჩემი ყველა წარმატება. ჩემთვის ეს არის სახლში დაბრუნება. ძალიან ბევრი ფეხბურთელია მოწვეული, რომელთაც თამაშის შესაძლებლობა მიეცემათ. რაც შეეხება ანდრეა პირლოს, მისი შესაძლებლობები ყველამ ძალიან კარგად ვიცით. შეიძლება ითქვას, რომ ის გუნდის მამოძრავებელი ღერძი იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავმა, „მილანის“ ნახევარმცველმა კარიერა გასული წლის მიწურულს დაასრულა, თუმცა მრავალი ტიტულის მფლობელი ფეხბურთელი აქტიური სპორტიდან დღეს დაგეგმილი გამოსამშვიდობებელი მატჩით წავა, რომელშიც მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. ანდრეა პირლო და კახა კალაძე „მილანში“ ცხრა წლის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ, რა პერიოდშიც მილანურმა გრანდმა სერია A, იტალიის თასი, იტალიის სუპერ თასი, ორი ჩემპიონთა ლიგა, ორი ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ