ვარლამ ლიპარტელიანი - ამჟამად აქ მხოლოდ სპორტსმენები ვართ და მოვუწოდებ მხარდამჭერებსაც, რომ გვერდში დაგვიდგნენ

ვარლამ ლიპარტელიანი - ამჟამად აქ მხოლოდ სპორტსმენები ვართ და მოვუწოდებ მხარდამჭერებსაც, რომ გვერდში დაგვიდგნენ

ძიუდოს ფედერაციაში ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა. როგორც გაფიცული სპორტსმენები აცხადებენ, მათი აქცია სამუშაო დღის ბოლომდე გაგრძელდება.

"ჩვენი საპროტესტო აქცია გრძელდება დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით. ამასთან, ველოდებით ფედერაციაში ვინმე პასუხისმგებელი პირის მოსვლას. ამჟამად ფედერაცია არ ფუნქციონირებს. სამუშაო ადგილზე არ იმყოფება არც პრეზიდენტი და არც გენერალური მდივანი. ჩვენ სამუშაო დღის ბოლომდე გავჩერდებით აქ", - განაცხადა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ამასთან, ლიპარტელიანი ძიუდოს მხარდამჭერებს სპორტსმენების გვერდში დგომისკენ მოუწოდებს.

"ამჟამად აქ მხოლოდ სპორტსმენები ვართ და მოვუწოდებ მხარდამჭერებსაც, რომ გვერდში დაგვიდგნენ", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციასთან საპროტესტო აქციას დილიდან მართავს. მათ ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის სამუშაო კაბინეტის კარი აჭედეს, დავით ქევხიშვილის სამუშაო სკამი გარეთ გამოიტანეს და ნაგვის ურნასთან დატოვეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ