ვანდალიზმი დავით გარეჯში - უდაბნოს მთავარ ეკლესიასა და სატრაპეზოში უნიკალური ფრესკები დააზიანეს

ვანდალიზმი დავით გარეჯში - უდაბნოს მთავარ ეკლესიასა და სატრაპეზოში უნიკალური ფრესკები დააზიანეს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, უდაბნოს მთავარ ეკლესიასა და სატრაპეზოში უნიკალური ფრესკები დააზიანეს. უდაბნოს მთავარი ეკლესია IX-XI საუკუნეებით არის დათარიღებული. ფრესკებზე კირის ნატეხითა და მარკერით წარწერებია გაკეთებული.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ მომხდარი ვანდალიზმად შეაფასა და სათანადო მოკვლევისთვის შესაბამის უწყებას მიმართა.სააგენტოს განმარტებით, ფრესკებზე ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებებია და მათი აღდგენა შესაძლებელია.

ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო

იხილეთ ვიდეო: დავით გარეჯში IX-XI საუკუნეების უნიკალური ფრესკები დააზიანეს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ