ვისთან ერთად ჩამოდის ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი თბილისში

ვისთან ერთად ჩამოდის ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი თბილისში

რამდენიმე დღეში ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. ცნობილია, რომ ფესტივალი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება. მომღერალი და კომპოზიტორი სიმღერებს მისი ბოლო ალბომიდან „Afterlove“ შეასრულებს. ღონისძიების ორგანიზატორია ახალი საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live.

„მართლაც, ძალიან ცოტა დრო რჩება. ჯეიმს ბლანტს ჰყავს ძალიან დიდი და მრავალფეროვანი გულშემატკივრები საქართველოში, რომლებიც მართლაც უკვე დღეებს ითვლიან. ვიტყვი, რომ ჯეიმს ბლანტი პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც კომპანიის მოწვევით 26 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმღერებს. ეს შოუ მისი მსოფლიო ტურნეს - Afterlove-ის ნაწილია და მისი მეხუთე სტუდიური ალბომის ერთგვარი პრეზენტაცია, რომელიც მულტი-პლატინური ალბომის “Moon Landing”-ის შემდეგ შეიქმნა. შოუ საინტერესო იქნება ყველა ასაკის მაყურებლისთვის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო მსოფლიო ტურნეს ნაწილი იყოს,“ - განმარატავენ ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფში.

მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანელ ვარსკვლავს განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონია, მას თბილისში, თბილისის ზღვის ახალ ქალაქში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ უმასპინძლებს. ადამიანები ხშირად ფიქრობენ მათ საოცნებო სახლზე, ზოგს სურს მყუდრო პატარა სახლი, ზოგს კი დიდი. ისინი, სწორედ მათთვის შესაფერის გარემოში გრძნობენ თავს კომფორტულად. შესაბამისად, დასვენების, გასტროლების დროს თუ მოგზაურობისას საცხოვრებელ გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „ისეთი დონის მომღერლისთვის როგორიც ჯეიმს ბლანტია, აუცილებელია, ჰქონდეს ისეთი გარემო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს და მისი ვიზიტი საქართველოში ამ მხრივაც დასამახსოვრებელი იქნება. ბრიტანელი მომღერალი სასტუმროს მეათე სართულზე, ყველაზე მაღალი კატეგორიის ნომერში ე.წ პრემიერ სუითსში იცხოვრებს, რომელიც თავისი მდიდრული და დახვეწილი ინტერიერით ნამდვილად გამორჩეულია,“ - გვითხრეს სასტუმროში და ამასთან ფიქრობენ, რომ ლეგენდარული მომღერალი აღნიშნული ნომრით კმაყოფილი დარჩება.

26 მაისს, ჯეიმს ბლანტი საქართველოში მარტო არ ჩამოდის. ის გერმანიიდან კერძო თვითფრინავით გამოემგზავრება და მისი ტურისტული ჯგუფი 12 ადამიანისგან შედგება (6 ბენდი და 6 ეკიპაჟი). აპარატურა იქნება საქართველოდან, დანიიდან, სომხეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და თურქეთიდან. „ჩვენ 6 დღიანი წინასამზადისი გვაქვს. ამ დღისთვის იქნება 250 დაცვის თანამშრომელი, რათა დაცული იყოს ყველას უსაფრთხოება. მსმენელებისთვის ეს იქნება ერთგვარი კომფორტიც, სტადიონზე სულ არის 11 შესასვლელი, რათა მაყურებლებმა მათთვის განკუთვნილი ადგილი მარტივად დაიკავონ. სულ იქნება 6 ბარი, რათა ყველამ კარგი დრო გაატაროს. იქნება 5 კვების ობიექტი, რათა ღონისძებაზე მოსულ ადამიანებს დღის განმავლობაში შეეძლოთ წამხესება. საქართველოში მოგზაურობის განმავლობაში ჯეიმს ბლანტს დაიცავს პოლიციის კოლონა. ამასთან, მას ეყოლება პირადი დაცვა,“ - აღნიშნავს კომპანია Black Pearl Live-ს მმართველი პარტნიორი, კინ დე ბირი.

და ბოლოს, ფანებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხლად მოუსმინონ ყველა მათ საყვარელ ჰიტს “You’re Beautiful”, “Goodbye my lover” და “Love Me Better“-ის ჩათვლით. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს. Black Pearl Live მიზანია განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს