ავტორი:

მოსწავლე და მასწავლებელი ერთ სცენაზე - ქართველი პიანისტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ებრაელი მსმენელის წინაშე დაუკრავს

მოსწავლე და მასწავლებელი ერთ სცენაზე - ქართველი პიანისტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ებრაელი მსმენელის წინაშე დაუკრავს

"26 მაისი ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო თარიღია, რადგანაც ვმონაწილეობ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ასევე ეს არის ჩემი პირველი გამოსვლა ებრაელი მსმენელის წინაშე და ის ფაქტი, რომ კონცერტს 2 პიანისტი მართავს და მათგან ერთი მე ვარ, მეორე განყოფილებაში სოლისტი ჩემი მაესტრო მონასტირსკი, ბუნებრივია, ამით ძალიან ბედნიერი ვარ", - გვეუბნება ახალგაზრდა ნიჭიერი და წარმატებული პიანისტი ალექსანდრე ჯულაყიძე, რომელიც ამ დღისთვიის აქტიურად ემზადება.

"იმის გამო, რომ ასეთ მუსიკოსთან ერთად ვიდგები სცენაზე, ორივე ვეცდებით, ჩვენებურად მივულოცოთ საქართველოს ეს თარიღი", - დასძენს სანდრო. მისი ისრაელში ყოფნის მიზეზი ამ ეტაპზე სწავლა და მუშაობაა, "ვსწავლობ იერუსალიმის მუსიკისა და ცეკვის აკადემიაში და ისრაელში, საქართველოს საელჩოში.

- მუსიკა საერთოდ, როდის და როგორ დაიწყო თქვენში?

- მუსიკა ჩემს ცხოვრებაში დაბადებიდანვე გაჩნდა. ჩემი მშობლები მუსიკოსები არიან, საგუნდო დირიჟორები და რაც თავი მახსოვს, მუდამ წარმატებული ფოლკლორული ანსამბლები ჰყავთ. მინდა, ასევე გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთი გამარჯვება და ოქროს მედალი მივულოცო მათ ანსამბლ "პატარა გეორგიკას". ბოლო თვეების განმავლობაში ეს ამ ანსამბლისათვის მეორე გამარჯვებაა. სწორედ დედაჩემმა გადადო თავი იმისათვის, რომ მე მუსიკოსი ვყოფილიყავი, დაანება თავი სამსახურს და გვერდით მეჯდა, მამეცადინებდა და ამის დამსახურებაა, დღეს რაც ვარ და როგორც ვარ. ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში და მუსიკის მიმართულებით დახვეწა-განვითარებაში, სხვადასხვა ეტაპზე, უდიდესი როლი ითამაშეს ჩემმა უსაყვარლესმა პედაგოგებმა - გომა გოგიამ, არ შემიძლია, ასევე უდიდესი სიყვარულით არ გავიხსენო ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი უდიდესი მარგალიტი - მაესტრო თენგიზ ამირეჯიბი, რომლის კლასში ყოფნის ბედნიერებაც 2011-2013 წლებში მომეცა. ასევე ნუცა ჭირაქაძე უსაყვარლესი და უკარგესი მუსიკოსი და ადამიანი, ვინც უდიდესი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში და პიროვნულ ჩამოყალიბებაში ქალბატონი მანანა დოიჯაშვილი, რომლის კლასშიც კონსერვატორია დავამთავრე.

- ე.ი. მუსიკისთვის სერიოზული დრო დაგეთმოთ და ამ გზას გაჰყოლოდით, მაინც დედის დამსახურებაა.

- ეს საწყის ეტაპზე დედაჩემის გადაწყვეტილება იყო, მაგრამ 15-16 წლის ასაკში როდესაც დავიწყე გრძნობების გაცნობიერება და მუსიკაში აზროვნება, ზოგადადაც ეს უკვე ჩემი ცხოვრების მიმართულება გახდა. ახლა სხვაგვარად არსებობის წარმოდგენაც კი არ შემილია.

- განათლება საქართველოში მიიღეთ?

- თბილისში და თავს მეექვსე სკოლის შვილად მივიჩნევ. ნიჭიერთა ათწლედი უმთავრესი კერაა, რომელიც 100 წელიწადზე მეტია, მუსიკოსების ჩამოსხმა-დამზადებით არის დაკავებული და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, რომელზეც ლაპარაკიც კი მიჭირს, ისე მენატრება. რა თქმა უნდა, დღეს უზომოდ კმაყოფილი ვარ ცხოვრებით. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დიდი პატივია, დაუკრა და შენი ქვეყნის სახელს ატარებდე. იგებდე კონკურსებს, იღებდე მოლოცვებს და გრძნობდე, რომ გამოადექი შენს სამშობლოს, ოჯახს და საკუთარ თავს...

- როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი კარიერა მომავალში? რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლოდ ცხადია, მუსიკაში და მის ირგვლივ ვიტრიალებ, - ვარ პიანისტი და ცხოვრების ბოლომდე მინდა, სცენაზე ვიდგე. უნდა მოვიფიქროთ კიდევ უფრო ეფექტური გზები იმ სიმდიდრის განსავითარებლად, რის საშუალებასაც ქართულ გენში ამგვარი ნიჭის არსებობა უდაოდ გვაძლევს. აქ აუცილებელია, ვახსენოთ - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, განსაკუთრებით საფორტეპიანო და ვოკალური მიმართულებები. ქართული ფოლკლორი, რომელიც თავისი ღირებულებით ფასის განსაზღვრის საშალებასაც კი არ გვაძლევს და მას შეუფასებლად მივიჩნევთ. ის ელექტრომუსიკის სცენა, რომელმაც ასეთი წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო მასშტაბით. ძალიან ბევრ ადამიანმა, თუნდაც აქ თელ-ავივში იცის საქართველო, იცის თბილისი იცის BASSIANI იცის KHIDI, ჩვენ ამ სცენებით უნდა ვიამაყოთ და აუცილებლად უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტად განვავითაროთ ქართული ელექტრომუსიკა, რადგან მისი მუსიკალური ღირებულებით ეს ერთ-ერთი კარგი და საამაყო პროდუქტია, რასაც ქვეყანა ვქმნით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება