დევნილი ქართველი გოგონა, რომელიც იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მწერლად დაასახელეს

დევნილი ქართველი გოგონა, რომელიც იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მწერლად დაასახელეს

იტალიაში რუსკა ჟორჟოლიანს "პერსპექტიულ მწერალს" უწოდებენ. იტალიური პრესა წერს, რომ რუსკა არის წარმატებული დევნილი გოგონა, რომელიც იტალიაში ომს გამოექცა. ცხოვრების საკმაოდ რთული გზა გაიარა. იყო დაბრკოლებები, ტკივილი, ცრემლი... ახლა იტალიაში ცხოვრობს და იტალიურად წერს. ცნობილი იტალიური გამოცემები კი მის წიგნს დადებით რეცენზიებს უძღვნიან.სხვათა შორის, რუსკას დედმამიშვილებიც საკმაოდ წარმატებულები არიან. და მხატვარია და ისიც იტალიაში მოღვაწეობს, ძმა კი ინგლისშია, მუსიკოსი გახლავთ.

- მესტიაში დავიბადე, რამდენიმე წელი იქ ვიზრდებოდი. შემდგომ ჩემმა მშობლებმა გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, სადაც უკვე ცხოვრობდა ბიძაჩემი თავისი

ოჯახით, იყიდეს სახლი და მიწის ნაკვეთი. ომამდე იქ ვიყავით, მერე მშობლებმა მე სვანეთში ბებიასთან და ბაბუასთან დამტოვეს, თვითონ თბილისში წამოვიდნენ. თითქმის ორი წელი არ გვინახავს ერთმანეთი. ის წლები იყო ყველაზე რთული, გადაადგილებაც რომ ჭირდა. მახსოვს, ხშირად განვმარტოვდებოდი და ჩემთვის ჩუმად ვტიროდი. თუმცა ისიც მახსოვს, მამას რომ ძლივს დავუკავშირდით ერთხელ და თითქოს სულ სხვა სამყაროდან ჩამესმა მისი ხმა, როცა მითხრა, "იცი, ძმები გრიმების ყველა ზღაპარი გიყიდეო". ზუსტად იმ წლებში გამოვიდა გრიმების სამტომეული, ძალიან კარგი ილუსტრაციებით. სხვათა შორის, ამ ბოლო ჩამოსვლაზე წიგნების მაღაზიები სულ დავიარე, მაგრამ ვერსად ვიპოვე. იმ ღამით კი ვერაფრით დავიძინე, სულ ცხრამთას იქით მომხდარი ჯადოსნური ამბები მიტრიალებდა თავში. მგონი, პირველად მაშინ დავძლიე ჩემი ორი დიდი შიში - სიბნელის და ხმაურის.

- ადრეულ ასაკში გაემგზავრეთ იტალიაში. როგორ აღმოჩნდით იქ?

- საოცრად გულისხმიერი და განათლებული ადამიანის, ვახტანგ ესვანჯიას მონდომებით 1995-1996 წლებში ორასამდე დევნილი ბავშვი სიცილიაზე მოვხვდით. იქაურმა ოჯახებმა გვიმასპინძლეს, დაგვასვენეს, ჩაგვაცვეს, გვასწავლეს, როგორც შეეძლოთ ხელი მოუმართეს ჩვენს ოჯახებსაც. 11 წლის ვიყავი, პირველად რომ მოვხვდი იტალიაში. სხვათა შორის, ამ ერთი თვის წინ მაშინდელი კადრები ვნახე - აეროპორტში ჩვენი ჩასვლა და იტალიელების დახვედრაა აღბეჭდილი. ჩემს თავსაც მოვკარი თვალი - ერთგან რაღაცნაირად დამფრთხალი აქეთ-იქით ვიყურები, მეორეგან კი, მართალია გაუბედავად, მაგრამ მაინც ვიღიმი.

- დედ-მამასთან განშორება მტკივნეული არ იყო თქვენთვის?

- იტალიაში მხოლოდ ზაფხულის სამ თვეს ვატარებდით. ამიტომ ჩემს მშობლებთან განშორება ხანგრძლივი არ იყო. წლების განმავლობაში ეს ურთიერთობა ღრმავდებოდა და დუღაბდებოდა. ჩემი აღზრდა-განათლებაც ამ ორი კულტურის შეფარდების შედეგი იყო. საქართველოში რომ სასწავლო წელს ვხურავდი, იტალიაში, ივნისის თვეში, ექსპრომტად ვაბარებდი გამოცდებს. ასე რომ, ორივე სკოლის ატესტატი თითქმის ერთდროულად ავიღე. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ