კალაძე - მეტროს მემანქანეების ხელფასები 1400-დან 2000 ლარამდე მერყეობს, 45%-ით გაზრდა - გამორიცხულია

კალაძე - მეტროს მემანქანეების ხელფასები 1400-დან 2000 ლარამდე მერყეობს, 45%-ით გაზრდა - გამორიცხულია

ამ ეტაპზე არც კომპანიას და არც დედაქალაქის მერიას არა აქვს არანაირი შესაძლებლობა, რომ მეტროს მემანქანეების ხელფასები, რომელიც 1400-დან 2000 ლარამდე მერყეობს, 45%-ით გავზარდოთ, ეს არის გამორიცხული და შეუძლებელი,- ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას მეტროს მემანქანეების პროტესტთან დაკავშირებით. როგორც კალაძე აცხადებს, მეტროს მემანქანეები ულტიმატუმის ენით ესაუბრებიან 400 ათას მოქალაქეს, რომლებიც მეტროთი ყოველდღიურად გადაადგილდებიან. კალაძე ამბობს, რომ მერია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

"ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია. რამდენჯერმე გავაკეთეთ ახსნა-განმარტებითი განცხადება. ამ ეტაპზე არც კომპანიას და არც დედაქალაქის მერიას არა აქვს არანაირი შესაძლებლობა, რომ ხელფასები, რომელიც 1400-დან 2000 ლარამდე მერყეობს, 45%-ით გავზარდოთ. ეს არის გამორიცხული და შეუძლებელი, მაშინ როდესაც უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე გვყავს ადამიანები დასაქმებული, რომლებიც იღებენ 400 ლარს, 600 ლარს, 700 ლარს, 800 ლარს და ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაო აქვთ. თუმცა, თუ მეკითხებით, საკმარისია თუ არა ის ხელფასი, რასაც იღებენ, არა მხოლოდ მეტროს მემანქანეებზე მაქვს საუბარი, ზოგადად, არ არის საკმარისი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს, წინ წავიდეს და პირველი მე ვიქნები, ვინც ამაზე გააკეთებს განცხადებას. ამის შესაძლებლობა ქვეყანას და ქალაქს უნდა გააჩნდეს. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, იცით, რომ გაფიცვასაც თავისი წესები აქვს; ვაპირებთ მათი მოთხოვნა სასამართლოში გავასაჩივროთ, რადგან ნამდვილად არასწორი მოთხოვნებია მათი მხრიდან წამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ ახსნა- განმარტებები იქნა გაკეთებული, ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშორებით, რომ ისინი არ დაემორჩილებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამიტომ, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ