შსს-მ 8 ნარკორეალიზატორის საქმეში არსებული მტკიცებულების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ 8 ნარკორეალიზატორის საქმეში არსებული მტკიცებულების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 8 ნარკორეალიზატორის საქმეში არსებული მტკიცებულების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

"2018 წლის 23 მაისს, გამოძიების მონაცემის გახმაურების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე არსებული მტკიცებულებების გასაჯაროება.

კერძოდ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა კლუბი "გალერის" დაცვის თანამშრომელსა და მენეჯერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე დართულ მტკიცებულებას. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მხარეები გაფრთხილებული იყვნენ გამოძიების მონაცემის გაუხმაურებლობაზე შესაბამისი ხელწერილებით, მოხდა მტკიცებულებების გასაჯაროება. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობის დასადგენად" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ნახეთ ვიდეო: "ორი გოგო დაღუპულა ბასიანზე" - ახალი სკანდალური აუდიოჩანაწერი

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს