მერი - თბილისში, ზოგიერთი ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის

მერი - თბილისში, ზოგიერთი ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის

თბილისში, ზოგიერთი ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელებისთვის 4 მლნ ლარი დაიხარჯება.

"მინდა მოგახსენოთ, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ კარგად გვესმის არსებული რეალური მდგომარეობა, პრობლემები და გამოწვევები. კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებული რეალური მდგომარეობა შეიცვალოს და შესაბამისად გვაქვს კონკრეტული პროექტები დაგეგმილი, რომელიც უნდა განხორციელდეს. წარმოვადგენთ და განვიხილავთ ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებების შეტანის პროექტს და ვთხოვ ქალბატონ მაიას, მთავრობის სხდომის შემდეგ მოსახლეობას გააცნოს თუ რა ცვლილებები შედის.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაიონები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა არის. არის ქუჩები, სადაც ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდია ლოდინის ინტერვალი. ბევრი ლოდინი უწევთ ადამიანებს, ვიდრე ავტობუსი გამოივლის. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ქუჩები სამწუხაროდ ყველა რაიონშია და როცა ჩვენ ჩამოვიყვანთ ახალ ავტობუსებს და პარკი შეიცვლება, ყველა რაიონში ეს პრობლემა მოგვარდება. პროექტის განხორციელებისთვის 4 მილიონი ლარი დაიხარჯება", - განაცხადა კალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ