რუსეთი შავ ზღვაში ახალ ფრეგატებსა და წყალქვეშა ნავებს აგზავნის

რუსეთი შავ ზღვაში ახალ ფრეგატებსა და წყალქვეშა ნავებს აგზავნის

2020 წლამდე რუსეთის შავი ზღვის ფლოტს 15 ახალი გემი (ფრეგატი პროექტი 22350) და რამდენიმე დიზელის წყალქვეშა ნავი (პროექტი 677 ”ლადა”) შეემატება. ამის შესახებ რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მეთაურმა ვლადიმერ ვისოცკიმ  განაცხადა.

ადმირალის თქმით, შავი ზღვის ფლოტს თითო ფრეგატი და არაატომური წყალქვეშა ნავი უკვე ამ წელს შეემატება. მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში ახალ მცურავ საშუალებებს რუსეთის სხვა რომელიმე ფლოტიდან კი არ გადმოიყვანენ, არამედ ახალს შექმნიან.

როგორც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რუსეთს შავი ზღვის ფლოტის გაძლიერება ადენის ყურეში მეკობრეთა თარეშზე ოპერატიული რეაგირებისთვის სჭირდება, რაც სევასტოპოლის ფლოტიდან უფრო იოლი იქნება, ვიდრე ბალტიის.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე