მამაკაცმა რუსეთში თანასოფლელები დახოცა, მათ შორის ერთი ბავშვია

მამაკაცმა რუსეთში თანასოფლელები დახოცა, მათ შორის ერთი ბავშვია

რუსეთში, იაკუტიაში მდებარე სოფელში მამაკაცმა თანასოფლელები დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი „იაკუტია 24“ ავრცელებს.

სროლაში ეჭვმიტანილი 1952 წელს დაბადებული ალექსანდრ ნოვიკოვია. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, მას ფსიქიკურად არამდგრად ადამიანად მიიჩნევდნენ.

Lenta.ru-სთან თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მკვლელი მეზობლის სახლში შეიჭრა, სადაც ორი მამაკაცი იმყოფებოდა - მამა-შვილი პავლოვები. ნოვიკოვმა ორივე მათგანი მოკლა. სროლის ხმაზე საკუთარი სახლიდან გამოვიდა მეზობელი, ალექსეი არტამონოვი, მკვლელმა მასაც ესროლა.

ამის შემდეგ ნოვიკოვი მეზობლისკენ, ანა ტიმოფეევასკენ გაემართა. ტიმოფეევა სკოლაში მუშაობდა და ორი შვილი ჰყავდა. ნოვიკოვმა ის 11 წლის შვილთან ერთად მოკლა, 12 წლის გოგონა კი შოკის მდგომარეობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყების ინფორმაციით, მომხდარი პირად ანგარიშსწორებას უკავშირდება.

მასობრივი მკვლელობის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. სოფლის გამგებელმა, დენის უვაროვმა განაცხადა, რომ ნოვიკოვმა მოკლა ოთხი სრულწლოვანი და ერთი ბავშვი, შემდეგ კი თავი მოიკლა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ნოვიკოვი სოფელში ბოლო 10 წლის მანძილზე ცხოვრობდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"