ხორცის 60%, რომელსაც მოვიხმართ, იმპორტირებულია - საიდან მარაგდება ქართული ბაზარი ხორცით

ხორცის 60%, რომელსაც მოვიხმართ, იმპორტირებულია - საიდან მარაგდება ქართული ბაზარი ხორცით

საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 130 ათას ტონაზე მეტ ხორცს და ხორცპროდუქტებს მოიხმარს. აქედან დაახლოებით 40%-მდე ადგილობრივ წარმოებაზე მოდის, დანარჩენი 60% კი იმპორტირებულია. ადგილობრივი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიებიც წარმოებაში ძირითადად იმპორტირებულ ხორცს იყენებენ. მაგალითად, „ლიდერფუდის“ საწარმოს ნედლეულით გერმანული კომპანია Tönnies ამარაგებს, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ერთ-ერთ უდიდეს მიმწოდებლად ითვლება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო წლებში ქვეყანაში დაახლოებით 79-80 ათასამდე ტონა ხორცისა და ხორცპროდუქტების შემოტანა ხდება. ამავე მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-მარტში ქვეყანაში უკვე შემოვიდა 8,991.2 ათასი დოლარის ღირებულების გაყინული მსხვილფეხა საქონლის და ღორის ხორცი. 2017 წელს იმპორტმა 44 278.8 ათასი დოლარი შეადგინა, 2016 წელს კი - 33 210.5 ათასი დოლარი.

გაყინული ხორცი რამდენიმე ქვეყნიდან შემოდის და წინა წლების განსხვავებით, მასზე კონტროლი საკმაოდ გამკაცრებულია. ამ ეტაპზე საქართველოში შემოსვლამდე ხორცი შემოწმების რამდენიმე ეტაპს გადის. თუ საწარმო აღიარებულია ევროკავშირში, მას შემოწმება არ სჭირდება, მაგრამ თუ არ არის ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში, არ არის აღიარებული ევროკავშირის მიერ ან სხვა საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კავშირის წევრი და სურს საქართველოში საკუთარი პროდუქციის შემოტანა, სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილზე საკუთარ წარმომადგენლებს აგზავნის. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ