არაორდინალური ქართველი, რომელიც საფრანგეთში DRAG QUEEN 2018 გახდა - "საქართველოში რომ ვცხოვრობდე, უზომო აგრესიის ობიექტი ვიქნებოდი"

არაორდინალური ქართველი, რომელიც საფრანგეთში DRAG QUEEN 2018 გახდა - "საქართველოში რომ ვცხოვრობდე, უზომო აგრესიის ობიექტი ვიქნებოდი"

საფრანგეთის ქალაქ რენში 9 მაისის ღამის 12 საათზე Miss Drag Queen 2018 დაიწყო. ეს კონკურსი პრესტიჟულად ითვლება და ძალიან განსხვავებულიცაა (შესაძლოა, მკითხველისთვის სრულიად არაორდინარული და მოულოდნელი იყოს ის ინფორმაცია, რომელსაც ქვემოთ მოყვანილ ინტერვიუში გაეცნობა). კონკურსის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ მხოლოდ ნონ ბინარყ-ების მონაწილეობით ტარდება. Miss Drag Queen 2018 ეროვნებით ქართველი გახდა, რომელსაც ფსევდონიმით თრახყანა იცნობენ საფრანგეთში. მისი ნამდვილი სახელისა და გვარის გამხელისგან თავს შევიკავებთ, რადგან საქართველოში მცხოვრები მისი ნათესავებისგან მოსალოდნელია არასასურველი რეაქცია. კონკურსის მონაწილეები ერთმანეთს სხვადასხვა ტიპის აქტივობაში ეჯიბრებოდნენ (შოუ, სახელოვნებო უნარები...). სამეტაპიანი კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი თრახყანა ჟურნალ "გზის" რესპონდენტია.

- მე ვარ უნიკალური, არაპროგნოზირებადი ხასიათისა და საქციელის მქონე ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც საფრანგეთის შოუბიზნესის წრეებში იცნობენ თრახყანა-ს სახელით...

- რას ნიშნავს Non binary?

- non binary ნიშნავს binary-ს საწინააღმდეგოს, ამ შემთხვევაში, იგი არ მიესადაგება კონკრეტულად რომელიმე სქესის დამახასიათებელ კატეგორიებს და არც ეწინააღმდეგება რომელიმეს. ვფიქრობ, სქესი არ უნდა განსაზღვრავდეს ადამიანის ცხოვრებას, ხასიათსა და საქციელს.

- ამბობ, რომ პროფესიით ხარ Drag Queen, მკითხველისთვის რომ გავხადოთ ამ სიტყვების მნიშვნელობა ნათელი, დაწვრილებით აგვიხსენი...

- "დრაგ ქუინი" არის ადამიანი, რომელიც ექსტრავაგანტულად გამოიყურება და შოუებს ატარებს. "დრაგ ქუინების" საქმიანობა ასევე მოიცავს პოლიტიკურ აქტივობებსაც, რომელიც მიმართულია ადამიანის სრული თავისუფლების წარმოსაჩენად, მიუხედავად სქესის, ჩაცმულობის, აქსესუარების თუ მაკიაჟისა. "დრაგ ქუინს" თავისუფლად შეიძლება, ხელოვანიც ეწოდოს.

- საფრანგეთში გენდერული საკითხები, ისევე, როგორც დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში, თითქმის მოგვარებულია. გიგრძნია ოდესმე აგრესია საკუთარი იდენტობის გამოხატვისას ქუჩაში ან ოჯახში?

- დიახ, მიგრძნია, თუმცა მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილისგან. ამ ქვეყანაში აგრესიას ვერ იჩენენ ღიად, რადგან ადამიანის უფლებები მკაცრად არის დაცული კანონმდებლობით!

- როგორ შეხვდნენ შენს განსხვავებულობას ოჯახის წევრები?

- ოჯახის წევრებს ეს გავუმხილე 5 წლის წინ, როცა 14 წლის ვიყავი. მშობლები კარგად არ შეხვდნენ ამ ამბავს, რადგან მათ აღელვებდათ ხალხის აზრი, დამოკიდებულება და შეხედულება.

- შენი აზრით, საქართველოში რომ ცხოვრობდე, როგორი იქნებოდა შენი და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება?!

- პირველ რიგში, საქართველოში რომ ვცხოვრობდე, ვერ გამოვხატავდი ჩემს თავს ისე, როგორც სინამდვილეში მექნებოდა ამის სურვილი. ჩემი აზრით, უზომო აგრესიის ობიექტი ვიქნებოდი. მიუხედავად ამისა, მაინც არ დავხრიდი თავს და არც რამეს შევცვლიდი ჩემში...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ