როგორ ულოცავს ელისაბედ II საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს

როგორ ულოცავს ელისაბედ II საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს

მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს თქვენ და საქართველოს მოსახლეობას და ბედნიერებას და იღბალს გისურვებთ! წელს, ეს დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან საქართველო პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. ასეთ დროს ვფიქრობ ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო კავშირებზე, როგორც ისტორიულზე, ისე ამჟამინდელსა და სამომავლოზე", - აღნიშნულია ელისაბედ მეორეს მილოცვაში, რომელიც საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1921 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ