ავღანეთში ნატოს ჯარების სარდალმა თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა

ავღანეთში ნატოს ჯარების სარდალმა თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა

ავღანეთში საერთაშორისო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა პოსტიდან გათავისუფლება ითხოვა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით არ დაუზუსტებია ინფორმაცია მაკკრისტალის თხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

სტენლი მაკკარტნიმ ავღანეთში ნატოს ჯარების მთავარსარდლის პოსტი 2009 წლის გაზაფხულზე დაიკავა. ბოლო დროს გენერალი სკანდალში გაეხვა, რისი მიზეზიც ჟურნალ GOLLING SHTONE-ისთვის მიცემული ინტერვიუ გახდა, სადაც მაკკრისტალი და მისი ხელქვეითები არაკორექტული გამონათქვამებით ამკობენ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ადმინისტრაციის სხვა წევრებს.  

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გენერალმა საჯაროდ ბოდიში კი მოიხადა, თუმცა "თეთრ სახლში" ეს არ იკმარეს. როგორც ადმინისტრაციის პრეს-მდივანი რობერტ გიბსი აცხადებს, ამან განსაკუთრებით აღაშფოთა პრეზიდენტი,  რომელმაც მაკკრისტალს ვაშინგტონში უხმო. გიბსის თქმით, მაკკრისტალის მომავალი პრეზიდენტთან მისი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე