ავტორი:

ცნობილი ქართველი დედები, რომლებმაც შვილები ძიძების გარეშე გაზარდეს

ცნობილი ქართველი დედები, რომლებმაც შვილები ძიძების გარეშე გაზარდეს

თანამედროვე ქალი ძალიან დაკავებულია, მით უფრო, ცნობილი ადამიანი. შესაბამისად, ბავშვის აღზრდაში მათ ხშირად ძიძა ეხმარება. თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც, რომლებიც თავიანთი შვილის აღზრდას სხვას ვერ ანდობენ და ბავშვებს ძიძის გარეშე ზრდიან.

ალანა გაგლოევა

ჟურნალისტი ალანა გაგლოევა დედა რამდენიმე წლის წინ გახდა. მას ვაჟი შეეძინა. ალანა ქმარ-შვილთან ერთად გარკვეული პერიოდი უკრაინაში ცხოვრობდა, ცოტა ხნის წინ კი საქართველოში დაბრუნდა. ალანა გაგლოევას პატარა ვაჟისთვის ძიძა არ აუყვანია. ის ძირითად დროს ბავშვთან თავად ატარებს და ზოგჯერ ბებიაც ეხმარება.

თეა დარჩია

სუხიშვილების მოცეკვავე თეა დარჩიას ოთხ შვილი ჰყავს - 25 წლის მარიამი, 15 წლის მირიანი, 6 წლის იოანა და 3 წლის გაბრიელი. მცირეწლოვან ბავშვებს თეასთვის ხელი არ შეუშლიათ, რომ ყოველთვის წარმატებული და აქტიური ყოფილიყო. თეამ ოთხივე შვილი ძიძის გარეშე აღზარდა და როგორც თავად ამბობს, ამ საქმეში მას მისი მეუღლე ეხმარება.

თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე 2018 წელს მეორე შვილის დედა გახდა. მას ქალიშვილი შეეძინა. თამუნას უფროსი ვაჟი ალექსანდრე მაკალათია 8 წლის არის, დედამ ის ძიძის გარეშე გაზარდა. ალექსანდრეს გაზრდაში თამუნას დედა ეხმარებოდა.

ზუზუ კუცია

მსახიობი ზუზუ კუცია მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. სერიალში ის ჩიკას დამხმარე ქალის მზიკოს როლს თამაშობს. ზუზუ კუციას ერთი შვილი ჰყავს, რომელსაც ძიძის გარეშე ზრდის და ცდილობს ქმარ-შვილს ყურადღება არ მოაკლოს.

მაკა ძაგანია

მსახიობი მაკა ძაგანია შარშან მეორე შვილის დედა გახდა. მისი პირველი შვილი თინეიჯერია, შესაბამისად მისი ყურადღება ახლა მხოლოდ შვილებისკენ არის გადატანილი. მაკამ პირველი შვილი ძიძის გარეშე გაზარდა და პატარასაც ძიძის გარეშე ზრდის. როგორც მაკა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მისთვის კაფეში საჭორაოდ წასვლა და ბავშვის ძიძისთვის დატოვება მიუღებელია.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს