ძიუდოისტების ნაწილი ზაზა სარალიძის მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდება

ძიუდოისტების ნაწილი ზაზა სარალიძის მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდება

ძიუდოისტები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა ძიუდოისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა ხორავას ქუჩაზე მოკლულ მოზარდებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სპორტსმენთა ნაწილი ასევე გეგმავს შეუერთდეს პარლამენტის წინ 19:00 საათზე ჩანიშნულ აქციას, "ნუ მომკლავ".

გარდა ძიუდოსტების აქციის მხარდამჭერებისა, პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე იქ იმყოფება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ხალხის სიმრავლის მიუხედავად რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული არ არის.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ