აქციის "ნუ მომკლავ" მონაწილეების მოთხოვნები პროკურატურას

აქციის "ნუ მომკლავ" მონაწილეების მოთხოვნები პროკურატურას

აქციის "ნუ მომკლავ" მონაწილეებმა პროკურატურას მოთხოვნები წაუყენეს, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტულ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

როგორც "სამართალდამცველთა ლიგის" წარმომადგენელმა ზვიად კუპრავამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის პირველი და მთავარი მოთხოვნაა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვინც მის შვილზე ხელი ასწია, პასუხი აგოს მირზა სუბელიანმა და ყველამ, ვინც მტკიცებულებები გაანადგურა, პასუხი აგონ საქმის გამყალბებელმა პროკურორებმა.

"ჩვენ სრულად გვაქვს გააზრებული, რომ ეს ბრძოლა იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ შევდივართ ამ ბრძოლაში და არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან", - განაცხადა კუპრავამ.

აქციის მონაწილეებმა პროკურატურას დრო საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე და მაქსიმუმ განაჩენის გამოცხადების დღემდე მისცეს.

ნახეთ ვიდეო: "არ მივცეთ ჩვენს შვილებს უფლება, რომ სისხლი დაღვარონ" - ზაზა სარალიძის გამოსვლა სოლიდარობის აქციაზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ