რა მდგომარეობაშია ბათუმში თავდასხმის შედეგად დაშავებული 35 წლის ქალი - ექიმის კომენტარი

რა მდგომარეობაშია ბათუმში თავდასხმის შედეგად დაშავებული 35 წლის ქალი - ექიმის კომენტარი

ბათუმში თავდასხმის შედეგად დაშავებული 35 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმმა დავით გონაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, დაჭრილი ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას სახის, ზურგისა და მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. ექიმის თქმით, დაშავებულ ქალს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

"მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს ჭრილობები კისრის, ზურგის, თავისა და მუცლის არეში აღენიშნება, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა“, - განაცხადა დავით გონაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში აღმაშენებელზე ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ქალს თავს დაესხნენ და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. როგორც მეზობლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, თავდამსხმელი ახალგაზრდა ქალზე ოქროს ყელსაბამის წართმევას ცდილობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 19.108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: როგორია ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა? - მეზობლებისა და ექიმის კომენტარები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ