არალეგალს, რომელმაც ბავშვი გადაარჩინა, მაკრონმა მოქალაქეობა მიანიჭა

არალეგალს, რომელმაც ბავშვი გადაარჩინა, მაკრონმა მოქალაქეობა მიანიჭა

პარიზში მცხოვრებ მალელ არალეგალს, რომელმაც ბავშვი აივნიდან გადმოვარდნას გადაარჩინა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიანიჭა, ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავცელებს.

ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, კადრებში ჩანს, რომ მეოთხე სართულის აივანზე გადმოკიდებული ბავშვის გადასარჩენად მამუდუ გასამა მიცოცავს, საბოლოოდ მან შეძლო, ბავშვი აივანზე დაებრუნებინა.

ნახეთ, ასევე : მძიმე კადრები - ბავშვი მეოთხე სართულიდან გადმოვარდნისგან უცნობმა მამაკაცმა გადაარჩინა

22 წლის მალელი საფრანგეთის პრეზიდენტმა რეზიდენციაში მიიწვია. მაკრონმა განაცხადა, რომ გასამა მიიღებს საფრანგეთის მოქალაქეობას და ასევე, სამაშველო სამსახურში მუშაობას შესთავაზებენ.

ვიდეო შაბათს არის გადაღებული. 20-მდე მაშველი პარიზის ჩრდილოეთით მივიდა 4 წლის ბავშვის გადასარჩენად, თუმცა გასამამ მათ მისვლამდე შეძლო, ბავშვი უსაფრთხოდ გადაეყვანა აივნიდან. ამისთვის მას სულ 30 წამი დასჭირდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე