"თვეების წინ ყველას ამერიკელი ვეგონე, დღეს ყველამ იცის, რომ "ტოჩინოშინის ჯორჯიადან" ვარ!" - როგორ გააცნო ლევან გორგაძემ იაპონელებს საქართველო

"თვეების წინ ყველას ამერიკელი ვეგონე, დღეს ყველამ იცის, რომ "ტოჩინოშინის ჯორჯიადან" ვარ!" - როგორ გააცნო ლევან გორგაძემ იაპონელებს საქართველო

ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ჩემპიონის ტიტული ვერ მოიპოვა, თუმცა ქართველმა სუმოისტმა იაპონიას საქართველო ყველა ელჩზე კარგად გააცნო.

აქამდე იაპონელები საქართველოს "ჯორჯიად" მოიხსენიებდნენ, დღეს კი უკვე იციან, რომ ეს ტოჩინოშინისა და ღვინის სამშობლოა.

sportall.ge-მ ინტერვიუში ჩაწერა იაპონიაში მცხოვრებ ქართველ გოგონასთან, სოფო გოგოლაძესთან, რომელიც ამ ფაქტის შესახებ ყვება.

მისი თქმით, ლევანის გამოსვლას ბოლო ბრძოლის შემდეგ უამრავი ადამიანი ელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტოჩინოშინის გამოსვლა ერთ-ერთი ბოლო იყო, უმრავლესობა დარჩა, რათა ქართველთან ერთად სურათი გადაეღოთ და მისი ავტოგრაფები მიეღოთ. სოფო გოგოლაძე ამბობს, რომ იაპონელებს ლევანი ძალიან უყვართ და დიდ პატივს სცემენ. მის მიმართ უზომოდ დიდი სითბო, სიყვარული და პატივისცემა იგრძნობა.

"მუზეუმში ვიყავი და დედა-შვილი შემხვდა. რომ გაიგეს, "ჯოჯიადან" ვიყავი, "ტოჩინოშინ" წამოიძახა ორივემ. ეს არის საოცრება! როცა რამდენიმე თვის წინ უმრავლესობას ამერიკელი ვეგონე, დღეს ყველამ იცის, რომ "ტოჩინოშინის ჯოჯიადან" ვარ!", - ყვება სოფო გოგოლაძე.

Sportall.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ კადრებს, რომელიც იაპონიაში მცხოვრებმა ქართველმა გოგონამ ტოჩინოშინის ნაცუ ბაშოზე ჩატარებული ბოლო ბრძოლის შემდეგ გადაიღო იხილეთ ვიდეო

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ