ავტორი:

"შოუ უნდოდა ხალხს და ხალხი მიიღებს შოუს!" - "იქს ფაქტორის" ყველაზე დრამატული ტურის მიმოხილვა

"შოუ უნდოდა ხალხს და ხალხი მიიღებს შოუს!" - "იქს ფაქტორის" ყველაზე დრამატული ტურის მიმოხილვა

„იქს ფაქტორის“ ყველაზე დრამატული და ემოციური მომენტი ორი სკამის კონკურსია, სადაც მენტორებმა თავიანთი კატეგორიისთვის მხოლოდ ორი საუკეთესო კონკურსანტი შეარჩიეს. მენტორები შოუში ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგნენ, რადგან პროექტში უამრავი ნიჭიერი შემსრულებელი მონაწილეობდა. 16 მონაწილიდან მათ 8 საუკეთესო უნდა შეერჩიათ, მაგრამ ამჯერად წესები დაირღვა და პროექტში 8 კონკურსანტის ნაცვლად 10 მიიღებს მონაწილეობას.

შოუს ოთხ მენტორს ცოტა ხნის წინ მეხუთე წევრი - ანრი ჯოხაძე დაემატა. თამთა გოდუაძესთან, სტეფანესთან, ნანიკო ხაზარაძესა და დათო ევგენიძესთან ერთად, ეპატაჟური და ნიჭიერი მუსიკოსიც შეაფასებს კონკურსანტებს. ანრის სურს რომ, პროექტში მისი დაბრუნება წარმატებული იყოს და შოუ სწორედ მან მოიგოს.

ანრი ჯოხაძის გუნდში ანრი გუჩმანიძე და თამუნა გიორგაძე მოხვდნენ. ახალმა მენტორმა სწორედ მათ მისცა პროექტში დარჩენის შანსი და საკუთარ გადაწყვეტილებას იწონებს.

„დარბაზში სხვანაირად ისმის სიმღერა ვიდრე ტელევიზორში. ვუყურე გადაცემას და ახლა უფრო ამაყი ვარ ჩემი გუნდის წევრებით, აზრი არ შემცვლია. კმაყოფილი ვარ ჩემი კონკურსანტებით. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი მოვიდა წელს „იქს ფაქტორში“, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი გამოეთიშა კონკურსს და ბევრმა ისეთმა დატოვა, ვინც „იქს ფაქტორის“ ღირსია.

მინდა ჩემი „ქამ ბექი“ პროექტში წარმატებული იყოს, ჩემი მოტივაცია არის მოგება. მაყურებელს შევთავაზებ მუსიკალურად დაინტერესო და სწორ ნაბიჯებს და არა გზასაცდენილ დიაცებს. შოუს რაც შეეხება, შოუ უნდოდა ხალხს და ხალხი მიიღებს შოუს!" - ამბობს ანრი.

ქუთაისელი გოგონა თამუნა გიორგაძე ანრი ჯოხაძის გუნდის წევრი გახდა. ანრის გარეშე ის პროექტში ვერ დარჩებოდა.

"კონკურსში ყველაფერი ხდება და ველოდებოდი როგორც გაშვებას, ისე დარჩენას. საბედნიეროდ გამიმართლა, ანრი ჯოხაძე შემოვიდა დარბაზში და მის გუნდში ამირჩია, მომცა შანსი ხალხს დავუმტკიცო რა შემიძლია. ვინატრე კარგი მენტორი და ღმერთმა ამისრულა ეს ნატვრა, ანრი ჯოხაძე პროფესიონალია და მაგაზე მაგარი მენტორი მგონი არც არსებობს" - გვითხრა თამუნამ.

„იქს ფაქტორის“ კიდევ ერთმა მენტორმა ნანიკო ხაზარაძემ, თავისი გუნდი ლიკუნა თუთისანით და მარიამ შენგელიათი დააკომპლექტა. ნანიკოს ამ გადაწყვეტილებამ პროექტს მიღმა დარჩენილი რამდენიმე ბავშვის მშობელიც გააღიზიანა, თუმცა მენტორი საკუთარ არჩევანს არ ნანობს.

"არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ჟიურის წევრი, რომელსაც მუსიკალური განათლება არ აქვს და ასეთი პროექტის ჟიურის წევრია. ძალიან რთულად ვრეაგირებ კონკურსანტების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე. ძალიან მძიმეა ოთხი სკამის და ორი სკამის დღე, დაძაბულები ვართ, მაგრამ საბოლოოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და მე ეს გადაწყვეტილება მივიღე" - ამბობს ნანიკო ხაზარაძე.

„იქს ფაქტორის“ ტიტულისთვის იბრძოლებს მაყურებლის ერთ-ერთი ფავორიტი ალექს კიკვიძე, რომელმაც ხალხის ყურადღება სიმღერით და სევდიანი პირადი ისტორიით მიიქცია. "ვერ გადმოვცემ ჩემს სიხარულს, როცა სიმღერას მოვრჩი, სტეფანემ ისე შემაფასა მეგონა, ორი სკამიდან ვერც ერთზე ვერ მოვხვდი და ამის გამო ძალიან ვინევრიულე, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამტოვა „იქს ფაქტორში“. უკვე ღრმად შევტოპე და უკან დახევას აღარ ვაპირებ. უნდა მოვიგო პროექტი".

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს