მთაწმინდაზე კლდის მასა ჩამოიშალა - ნახეთ კადრები, რომელიც "ფეისბუქზე" გავრცელდა

მთაწმინდაზე კლდის მასა ჩამოიშალა - ნახეთ კადრები, რომელიც "ფეისბუქზე" გავრცელდა

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, მამა დავითის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის მასა ჩამოიშალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ იშლება კლდის მასა, "ფეისბუქზე" გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ჯერ მცირე ჩამონაშალი მოდის, შემდეგ კი კლდეს დიდი ნაწილი მოწყდა.

ნახეთ ვიდეო : "მეზობლებს ვუთხრათ თავზე არ დაეცეთ, გაიყვანეთ ბავშვები" - კადრები მთაწმინდიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ კლდე ჩამოიშალა

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ უმჯობესია, ადგილს ბავშვები გაარიდონ.

მომხდარს გამოეხმაურა თბილისის მერი. კახა კალაძემ მის მოადგილეს და ზედამხედველობის სამსახურს ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის დოკუმენტაციის შესწავლა დაავალა.

კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს, დღის ბოლოს მომხდარზე ინფორმაცია უნდა იყოს.

“ყიფიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებლობაზე მოხდა კლდის ჩამოშლა, სადაც სასტუმრო შენდებოდა. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს, ასევე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე დაიბაროთ კომპანია, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს, ამოწიეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი, შევისწავლოთ რა კვლევებს ეფუძნებოდა და როგორ წარიმართა სამუშაოები. დღეს, დღის ბოლომდე უნდა გვქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ