კიმ კარდაშიანი თეთრ სახლში - ტრამპმა და რეალითი შოუს ვარსკვლავმა ციხის რეფორმაზე ისაუბრეს

კიმ კარდაშიანი თეთრ სახლში - ტრამპმა და რეალითი შოუს ვარსკვლავმა ციხის რეფორმაზე ისაუბრეს

კიმ კარდაშიანი აშშ-ს პრეზიდენტს სტუმრობდა. CNN-ის ინფორმაციით, რეალითი შოუს ვარსკვლავი თეთრ სახლში, დონალდ ტრამპის გარდა, სხვა ოფიციალურ პირებსაც შეხვდა, მათ შორის - ჯარედ კუშნერს. პრეზიდენტის რეზიდენციაში კარდაშიანმა და ტრამპმა ციხის რეფორმა განიხილეს.

„კარგი შეხვედრა მქონდა დღეს კიმ კარდაშიანთან, ვისაუბრეთ ციხის რეფორმასა და მსჯავრის გამოტანაზე,“ - დაწერა „ტვიტერზე“ ტრამპმა და გააზიარა ფოტო, რომელზეც ოვალურ კაბინეტში კარდაშიანთან ერთად პოზირებს.

რეალითი შოუს ვარსკვლავს, რომელსაც შავი სამოსი და ყვითელი ფეხსაცმელი ეცვა, ფოტორეპორტიორები თეთრ სახლთან ელოდებოდნენ. პრეზიდენტის რეზიდენციაში მნიშვნელოვან სტუმრებსაც კი ჭიშკარში ფეხით შესვლას სთხოვენ, კარდაშიანი კი თეთრი სახლის ეზოში მანქანით შევიდა.

შეხვედრის მიზეზი 63 წლის ელის მერი ჯონსონი იყო, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ჯონსონს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია ბრალდება. კარდაშიანი მისი გათავისუფლებისთვის დიდი ხანია იბრძვის.

შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული ათასობით ტერორისტი განაჩენის მოლოდინშია - უმძიმესი ფოტოები ციხიდან

ალ-ბაღდადის პოვნა მისი გასარეცხი საცვლების საშუალებით შეძლეს - სპეცოპერაციის ახალი დეტალები

ტრამპი იმ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში "დიდი წვლილი შეიტანა"