ავტორი:

ალ-ბაღდადის პოვნა მისი გასარეცხი საცვლების საშუალებით შეძლეს - სპეცოპერაციის ახალი დეტალები

ალ-ბაღდადის პოვნა მისი გასარეცხი საცვლების საშუალებით შეძლეს - სპეცოპერაციის ახალი დეტალები

სირიაში ამერიკელების მიერ განხორციელებულ რეიდამდე ქურთმა ფარულმა აგენტმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის საცვლები მოიპარა, მისი იდენტიფიცირება სწორედ შიდა თეთრეულიდან აღებული დნმ-ის საშუალებით მოხერხდა, ინფორმაციას ქურთი მაღალჩინოსანი ავრცელებს.

სირიის დემოკრატიული ძალების მთავარი მრჩეველი პოლატ კანი სადაზვერვო სამუშაოების შესახებ წერს, რომელმაც ამერიკელებს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაციის საშუალება მისცა.

„ამერიკის სადაზვერვო სამსახურთან (СIA) 15 მაისიდან ვმუშაობდით, რათა მუდმივად გვედევნებინა თვალი ალ-ბაღდადისთვის.

ის სამყოფელს ძალიან ხშირად იცვლიდა. ჩვენმა წყარომ შეძლო, მიეღწია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერამდე და მისი საცხოვრებლიდან საცვლები გამოიტანა, რათა დნმ-ის ტესტით დავრწმუნებულიყავით, რომ ეს ნამდვილად ალ-ბაღდადი იყო,“ - დაწერა პოლატ კანმა „ტვიტერზე“.

მისი თქმით, აშშ-ს რეიდი, რომლის დროსაც იდლიბში ბაღდადი გარდაიცვალა, დიდწილად სწორედ ქურთების სადაზვერვო სამუშაოების შედეგი იყო. ამასთან, თურქეთის მიერ ქურთების წინააღმდეგ წამოწყებულმა ბრძოლამ სპეცოპერაციის ვადები გადაწია.

პოლატ კანის თქმით, მათი წყარო ოპერაციაში ბოლო წუთამდე იყო ჩართული.

<blockquote class="twitter-tweet" data-lang="en"><p lang="en" dir="ltr">1- Through our own sources, we managed to confirm that Al Baghdadi had moved from Al Dashisha area in Deir Al Zor to Idlib. Since 15 May, we have been working together with the CIA to track Al Baghdadi and monitor him closely.</p>&mdash; بولات جان Polat Can (@PolatCanRojava) <a href="https://twitter.com/PolatCanRojava/status/1188877009637793793?ref_src=twsrc%5Etfw">October 28, 2019</a></blockquote>

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქურთული ძალების როლი დააკნინა - მან სატელევიზიო მიმართვისას, სადაც მსოფლიოს „ნომერი პირველი ტერორისტის“ ლიკვიდაციის შესახებ აცნობა, აღნიშნა, რომ ქურთებმა „სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდეს“, თუმცა საბრძოლო პროცესში ჩართული არ ყოფილან. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა თურქეთს, ირანს, სირიას და რუსეთს თანამშრომლობისთვის.

ემოციური კადრები - 92 წლის ბერძენი ქალი  შეხვდა ებრაელ და-ძმას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა

სასტიკი მკვლელობის კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება - მოსკოვში ინგუში მაღალჩინოსანი ძმასთან ერთად ჩაცხრილეს

"ვიღაც ჩვენს შორის ვითარების დაძაბვას ცდილობს" - რუსეთს სომხურ მედიაში გაჩენილი ანტირუსული განწყობები აშფოთებს