ზაზა სარალიძე ხალხს მიმართავს - ქართველებო, 19:00 საათზე დამიდექით გვერდით, რათა დავანგრიოთ სისტემა

ზაზა სარალიძე ხალხს მიმართავს - ქართველებო, 19:00 საათზე დამიდექით გვერდით, რათა დავანგრიოთ სისტემა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს, 19:00 საათზე, საზოგადოებას პროკურატურასთან მისვლას სთხოვს. განცხადება სარალიძემ პროკურატურასთან გააკეთა, სადაც ამ წუთებში მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.

“არ მივცემ ამ სისტემას უფლებას, რომ ჩემს და არა მხოლოდ ჩემს შვილს, არამედ ყველა მოკლულ ადამიანს ჩააფურთხონ სულში. მივმართავ ბატონ გიორგი გახარიას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის პირები, რომლებიც დააკავა და მოიტაცა დღეს, აქ მოსვლის პერიოდში. ჩემი მეგობრები უნდა იყვნენ ჩემს გვერდით. მივმართავ ასევე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოუშვას დატუსაღებული ბავშვები, რომლებსაც არ აძლევენ ჩემს გვერდით დგომის უფლებას. რაც შეეხება პროკურატურაში ჩემს შესვლას, საათებია ველოდებით შემოთავაზებას.

როგორც ჩანს, არ აპირებს შოთაძე ჩვენ იქ შეშვებას და შეხვედრას. მივმართავ ქართველ ხალხს, ქართველებო, 19:00 საათზე დამიდექით გვერდით, რათა დავანგრიოთ სისტემა“, - განაცხადა სარალიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ