"შემოგვითვალეს, რომ 10 საათზე მთელი სტადიონი აქ იდგება" - აქციას ქართველი მორაგბეები უერთდებიან

"შემოგვითვალეს, რომ 10 საათზე მთელი სტადიონი აქ იდგება" - აქციას ქართველი მორაგბეები უერთდებიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციას ქართველი მორაგბეები შეუერთდებიან. ამის შესახებ აქციის მიმდინარეობისას ზვიად კუპრავამ განაცხადა.

"ამ წუთებში ეროვნულ სტადიონზე ჩვენი მგლები, რაგბისტები თამაშობენ. ჩვენ შემოგვითვალეს, რომ 10 საათზე მთელი სტადიონი რუსთველზე იდგება" - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ნახეთ ვიდეო

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები, რომლებიც მთავარი პროკურატურიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით დაიძრნენ, უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან. პარალელურად პარლამენტის შენობასთან უკვე შეკრებილნი არიან ის მოქალაქეები, რომლებიც სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებენ. აქციის მონაწილეები ელოდებიან ზაზა სარალიძის განცხადებას. ხალხის სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეჩერებულია.

ნახეთ LIVE: რა ხდება რუსთაველზე, სადაც ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ