"22:00 საათამდე ვაძლევთ ვადას" - აქციის მონაწილეების ულტიმატუმი ხელისუფლებას

"22:00 საათამდე ვაძლევთ ვადას" - აქციის მონაწილეების ულტიმატუმი ხელისუფლებას

"მოვითხოვთ გადადგნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვენეტაძე და სუბელიანი" - ამის შესახებ ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მათი თქმით, თუ აღნიშნული პირები გადადგებიან, სისტემა ჩამოშლილად ჩაითვლება.

"ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, მირზა სუბელიანი ჩაჯდეს ციხეში. მთავარი პროკურორი გაწირეს და მირზას არ სვამენ ციხეში. ვინ არის ეს კაცი?! მოვითხოვთ გადადგნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვენეტაძე და სუბელიანი. როდესაც ეს მოთხოვნები შესრულდება, ჩვენ ჩავთვლით, რომ სისტემა მნიშვნელოვნად ჩამოვშალეთ. ველოდებით 10 საათს. თუ 10 საათზე ჩამოთვლილი პირები არ იქნებიან პროკურატურაში დაბარებულები და არ ექნებათ შესაბამისი ბრალი წაყენებული, დავაყენებთ სხვა მოთხოვნებს. გეშინოდეთ ხალხის და არა მირზა სუბელიანის", - განაცხადა კუპრავამ.

მისივე თქმით, 22:00 საათზე აქციას მორაგბეები და რაგბის სტადიონზე მყოფი გულშემატკივრები შეუერთდებიან. „ამ წუთებში „დინამოს“ სტადიონზე თამაშობენ მორაგბეები.

მათ ჩვენ შემოგვითვალეს, რომ 10 საათზე მთელი სტადიონი იდგება რუსთაველზე", - აღნიშნა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ.

ნახეთ LIVE: რა ხდება რუსთაველზე, სადაც ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ