რამდენიმე ადამიანთან ერთად მე გადაწყვეტილი მქონდა სუს–ში თავის აფეთქება, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მააჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება იმიტომ გადაიფიქრა, რომ არ სურდა მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავებულიყვნენ. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მან სამართალს დღემდე ვერ მიაღწია.