პარლამენტთან აქცია დასრულდა

პარლამენტთან აქცია დასრულდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, საპროტესტო გამოსვლა პარლამენტის შენობის წინ ხვალ 16:00 საათიდან განახლდება. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ შეუერთდნენ აქციას და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადონ.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, ხვალ დაგეგმილ აქციას რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებიც შეუერთდებიან. ისინი ასევე მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოაცხადონ მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა, არ გამოცხადნენ საჯარო სამსახურებში, სტუდენტები არ დაესწრონ ლექციებს, ხოლო მოსწავლეები არ გამოცხადნენ სკოლებში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ