კარვები პარლამენტის წინ - რამდენიმე ათეული ადამიანი რუსთაველზე მთელი ღამის მანძილზე იმყოფებოდა

კარვები პარლამენტის წინ - რამდენიმე ათეული ადამიანი რუსთაველზე მთელი ღამის მანძილზე იმყოფებოდა

პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის სამი კარავია გაშლილი. პარლამენტის წინ მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.

აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს, 16:00 საათზე განახლდება. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ შეუერთდნენ აქციას და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადონ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს დაგეგმილ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია გუშინ მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას დღეს განსაზღვრავს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ